შემადგენლობა პრინციპული მატჩებისთვის - ახალგაზრდულ ნაკრებში ოთხი ახალწვეულია
ნოემბრის თვე ეროვნულის მსგავსად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვისაც საკმაოდ დატვირთულია - რამაზ სვანაძის მომზადებული ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს, ხოლო საკუთარ სტადიონზე მეორეადგილოსან გერმანიას შეხვდებიან. წინა სანაკრებო ფანჯრებისგან განსხვავებით, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია და პაპუნა ბერუაშვილის, გიორგი გვასალიას, ოთარ ჩოჩიას და დიმიტრი ღურწკაიას სახით ოთხი ახალწვეულია.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი)
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვეილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ნიკოლოზ დადიანი (იბერია), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიცა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგ აუსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე).
ცნობისათვის, სამ ტურში დაგროვებული 5 ქულით საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა და ლიდერ საბერძნეთს - 4, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ გერმანიას 1 ქულით ჩამორჩება.