გიორგი ქოჩორაშვილი, რუი ბორჟესი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის კონკურენტებზე ისაუბრა | რუი ბორჟესის პრესკონფერენცია

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის ნახევარდაცვაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და „ქოჩოს“ კონკურენტებზე, ჰიდემასა მორიტასა და ჟოაუ სიმოეშზე ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ მორიტას კონტრაქტის ბოლო წელი იყო. მისი შენარჩუნება გვინდოდა, რადგან გვჯერა, რომ მას შეუძლია მიმდინარე სეზონში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს — როგორც სპორტული თვისებებით, ისე პიროვნული კუთხით. მორიტა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

რაც შეეხება სიმოეშს, მორიტას მდგომარეობის მიუხედავად, ჟოაუს კანდიდატურა ყოველთვის გამოსავალს წარმოადგენდა. ახლა ის ბრწყინვალე ინდივიდუალურ ფორმაშია, რაც გუნდის კარგი პერიოდის ნაწილიც არის. მისი აღმასვლა ბუნებრივია, და შარშანაც, პირველი გუნდის შემადგენლობაში, არაერთი მატჩი ჩაატარა — ეს მისი უნარების დამსახურებაა.“

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქოჩორაშვილს მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო ექვსი შეხვედრიდან გიორგიმ მონაწილეობა მხოლოდ ორში მიიღო. „ტონდელასთან“ რამდენიმე წუთი ითამაშა, პორტუგალიის თასზე, „ალვერკასთან“, კი მატჩი სრულად ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაზე და პორტუგალიის ჩემპიონატში ბორჟესი მარტინ ჰიულმანდისა და სიმოეშის ნახევარდაცვით წყვილს ენდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის თავსატეხი - სალაჰმა შესაძლოა 11 მატჩი გამოტოვოს
ლივერპულის თავსატეხი - სალაჰმა შესაძლოა 11 მატჩი გამოტოვოს