შვიდი მედალი კვიპროსიდან - მშვილდოსნების წარმატება
Aa
Aa

შვიდი მედალი კვიპროსიდან - მშვილდოსნების წარმატება

კვიპროსში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირები საქართველოს მშვილდოსანთა და პარამშვილდოსანთა ნაკრებებისთვის წარმატებული გამოდგა, რომელთაც ასპარეზობა საერთო ჯამში 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, სადაც 11 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყველა შემთხვევაში 18-წლამდე ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები - ანა ბოლოკაძე, საქართველოს 18-წლამდე როგორც ვაჟთა (დავით ბასილაძე, თემურ დავითაძე, ლაშა-გიორგი ფირცხალაიშვილი), ასევე გოგონათა (ანა ბოლოკაძე, ელენიკა ეფრემიძე. ანასტასია ბოსტოღანაშვილი) და შერეული გუნდი (ელენიკა ეფრემიძე, დავით ბასილაძე) ავიდა.

ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდნენ ციკო ფუტაკარაძე (21+) და დავით ბასილაძე (U18). ასევე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა პარამშვილდოსანმა გია ბენიძემ და  საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა (ანრი ბასილაძე, ჯაბა მოსეშვილი, კახა ტრეტიაკოვი) 21+ კატეგორიაში. რაც შეეხება ორ ბრინჯაოს მედალს, მათი მფლობელები 18-წლამდელებში ელენიკა ეფრემიძე და შერეულ შეჯიბრებაში ციკო ფუტაკარაძე-ჯაბა მოსეშვილის დუეტი გახდნენ.

ცნობისათვის, პირველად საქართველოს მშვილდოსანთა გუნდში აკაკი ლეკვეიშვილი ასპარეზობდა ეგრეთწოდებულ ბლოკური მშვილდის კატეგორიაში, რომელიც 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის პროგრამაშია შეტანილი.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მშვილდოსნობა - დავით ბასილაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონია
მშვილდოსნობა - დავით ბასილაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონია