პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: ჩვენ და ლივერპულმა დინამიკა შევცვალეთ, მაგრამ პრემიერლიგა კვლავ დაბრუნდა

პეპ გუარდიოლამ ინგლისის პრემიერ ლიგა კონკურენციის დონის მიხედვით NBA-ს შეადარა. შემდეგ კი თავისი გუნდის პროგრესზე ისაუბრა.

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგაში კონკურენცია კვლავ გაიზარდა.

„მახსოვს, მიუნხენში რომ ვიყავი, სულ იყო ხმები, რომ ინგლისში უფრო რთულია და ყველა გუნდს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. შესაძლოა, მე და ლივერპულმა ჩვენი სტაბილურობით ეს დინამიკა შევცვალეთ, ყოველ ჯერზე 90 ქულაზე მეტის დაგროვებით, მაგრამ ახლა, შესაძლოა, პრემიერ ლიგა დაუბრუნდა იმას, რაც ყოველთვის იყო: აქ ყველას შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.

ეს კარგია. ისევე როგორც NBA-ში, აქაც არ არის დომინანტი გუნდი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ განსხვავებული გუნდები. ეს კარგია გულშემატკივრებისთვის და შოუს თვალსაზრისით.

ჩვენ ჯერ პიკზე არ ვართ, მაგრამ ახლოს ვართ მასთან. გუნდს, გასახდელს, ვარჯიშებს, იმას, თუ როგორ ვმუშაობთ და გვინდა გარკვეული საქმეების კეთება, ვუყურებ და ვგრძნობ, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთები, ვისი დამარცხებაც მეტოქეებს გაუჭირდებათ. და სწორედ ეს მინდა.

იქნება თუ არა საკმარისად ახლოს (პირველ ადგილთან) ტიტულისთვის ბრძოლა? არ ვიცი. მაგრამ თავიდანვე, აშშ-ში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიდან, ვამბობდი, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ სეზონის მიმართ“,

– თქვა ესპანელმა Daily Mail-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები