პენალტების სერიაში 11:10 მოიგეს | კიტეიშვილის კარგი თამაში ავსტრიის თასზე
ავსტრიის თასის 1/16-ფინალში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა’’ პენალტების სერიაში „ადმირა ვაკერს’’ 11:10 მოუგო. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. მე-11 წუთიდან მოყოლებული მასპინძლები იგებდნენ, თუმცა 73-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გამამწვავებელი პასს გაგრძელება მოჰყვა და შეტევა ავტოგოლით დასრულდა.
ქართველმა „ათიანმა’’ „შტურმის’’ სასტარტო 11-ეულში შეუცვლელად ითამაშა. თამაშს ხშირად ამწვავებდა. გარდა ამისა, პენალტების სერიაში პირველი დარტყმა მან შეასრულა და გაიტანა, თუმცა მისი პენალტი გავრცელებულ კადრებში არაა.
კიტეიშვილს სეზონის ასეთი შედეგიანი დასაწყისი არ ჰქონია, ბუნდესლიგის 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში „რეინჯერს’’ შეუგდო, ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, 14 მატჩში 10 საგოლე მოქმედება აქვს (8 გოლი და 2 საგოლე პასი). მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთთან საგოლე პასი შეასრულა. თუ სანაკრებო მატჩებსაც ჩავთვლით, ამ სეზონში 14 მატჩში 11 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (8 გოლი და 3 საგოლე პასი).
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        