ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, ჰიუსტონ როკეტსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტოს უშანსო მარცხი ჰიუსტონთან

NBA-ის მე-5 სათამაშო დღეს, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდა და 18 ქულის სხვაობით, 139:121 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მამუკელაშვილმა 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 საჯარიმო, 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ჰიუსტონის ლიდერი, კევინ დურანტი იყო, რომელმაც 31 ქულა დააფიქსირა, ტორონტოდან კი ასევე 31 ქულით სკოტი ბარნსი გამოირჩა.

5 სათამაშო დღის შემდეგ, „ტორონტო რეპტორსი“ 1 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, სტუმრად „კლივლენდ კავალიერზის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები