პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„აქ ეს პრობლემა არ მაქვს“ - გუარდიოლამ სიტი ბარსელონასა და ბაიერნს შეადარა

პეპ გუარდიოლამ „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობის პირობები შეადარა. ესპანელი სპეციალისტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მოქმედი მწვრთნელებიდან პრემიერლიგაში მას ყველაზე დიდი სტაჟი აქვს.

„ბოლო წელიწადში ბევრი რამ შევცვალეთ, თუმცა სამწვრთნელო შტაბის წევრები და ახალი ფეხბურთელები ენერგიით აღსავსე არიან. გაუმჯობესება კიდევ შეიძლება და სწორედ ეს მაძლევს ენერგიას, იმიტომ რომ საქმე დასრულებული არაა.

„ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ მქონდა შეგრძნება, რომ თუ პრობლემები შეგვექმნებოდა - მე სამსახურს დავკარგავდი. აქ ასეთი პრობლემა არ მქონია.

ამჟამად მოტივირებული ვარ და მინდა, ეს სეზონი წინა სეზონზე უკეთესად ჩავატაროთ. ესაა ჩემი მიზანი. ნოემბერ-დეკემბერში არასოდეს ვსაუბრობ იმაზე, რომ ამა თუ იმ ტიტულს მოვიგებთ. ვხედავ, რომ წინა სეზონთან შედარებით პროგრესი გვაქვს, და ეს კარგია.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლამ „ბარსელონაში“ 4 სეზონი, „ბაიერნში“ კი 3 სეზონი იმუშავა. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ გუარდიოლამ 2016 წელს ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთულია იმის თქმა, როდის დაბრუნდება“ - სლოტმა ალისონის მდგომარეობაზე ილაპარაკა
„რთულია იმის თქმა, როდის დაბრუნდება“ - სლოტმა ალისონის მდგომარეობაზე ილაპარაკა