Aa
Aa

"ტორპედო TV"-მ მაუწყებლობა დაიწყო

ქუთაისის „ტორპედო“ პირველი ქართული გუნდია, რომელსაც საკუთარი ტელევიზია აქვს.

„ტორპედო TV-მ მაუწყებლობა გუშინ საღამოს 20 საათზე დაიწყო და იგი ამიერიდან უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.

მაყურებელს საშუალება ექნება, სხვა კონტენტთან ერთად, გადაცემები, სიუჟეტები, ინტერვიუები და მატჩის შემდგომი კომენტარები იხილოს.

„ტორპედო“ გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა, როცა გადამწყვეტი მატჩი თბილისის „დინამოს“ ბოლო ტურში მისსავე მოედანზე მოუგო.

რამდენიმე დღის წინ გამართულ სუპერ თასის შეხვედრაში კი საჩხერის „ჩიხურას“ დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე გატანილი 2 გოლით, 2:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები