პსჟ-მ შესაძლოა ზამთარში მარკინიოსი გაყიდოს - L'Equipe
„პარი სენ-ჟერმენი“ შესაძლოა მარკინიოსს დაემშვიდობოს. ამის შესახებ ცნობილი ფრანგული ჟურნალი, L'Equipe-ი წერს.
წყაროს ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან გუნდის კაპიტანი ერთ-ერთ არაბულ კლუბში გაყიდონ, სადაც ბრაზილიელ ფეხბურთელს თამაში უკვე დიდი ხანია წასვლა სურს.
ადრე მარკინიოსს არ უშვებდნენ, რადგან არ ჰყავდათ მისი ღირსეული შემცვლელი, მაგრამ კლუბში ზაბარნის მოსვლის შემდეგ, პარიზელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ილია მზად არის, 31 წლის მარკინიოსი ჩაანაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი პსჟ-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ სეზონში მის ანგარიშზე ოთხი მატჩი და ერთი გოლია. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.
რაც შეეხება ზაბარნის, ის პარიზელებს აგვისტოში შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში 8 მატჩში ჩაატარა და 1 გოლი გაიატანა.