ლუკა გადრანი
Aa
Aa

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა | გადრანის აღიარება ისრაელში

ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ბნეი რეინეს „მაქაბი’’ შინ იერუსალემის „ბეითართან’’ 1:3 დამარცხდა.„ბეითარის’’ სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გადრანმა შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა დაასახელა, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 7,7.

ლუკას კარგ თამაშს „ბეითარმა'' პოსტი მიუძღვნა. ლუკას ბურთთან 110 შეხება ჰქონდა, 96-დან 88 პასი ზუსტი იყო. მინდორზე 6-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 3-დან ორ დუელში გამარჯვებული იყო. 12-დან 6 გრძელი გადაცემა ზუსტად შეასრულა.

ლუკას აგენტი „ჩელსისა'' და „მან. სიტის'' ყოფილი ფეხბურთელი ტალ ბენ ჰაიმია, რომელიც ლუკას „ქაირათიდან'' „ბეირათში'' ტრანსფერში დაეხმარა, გარიგება სექტემბრის დასაწყისში განხორციელდა. 

„ბეითარის'' მთავარი მწვრთნელი ბარაკ იცხაკი ქართველ ფეხბურთელს ენდობა. ისრაელის ჩემპიონატში ბოლო ორ ტურში სასტარტოში ათამაშა.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვილი სანიოლმა გადრანი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, ლუკა ალბანეთთან გასვლით მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია. გასული წლიდან მოყოლებული ლუკას ტრავმა აწუხებდა, ცნობილ ექიმ ზორან ტოჩილთან იმკურნალა. ზაფხულში მოედანს დაუბრუნდა და ახლა ისეთ გუნდშია, სადაც რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს, რამაც შესაძლოა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებისთვის კარგი საფუძველი შექმნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაში გადაარჩინეს | მოისწრაფიშვილის მორიგი საგოლე მოქმედება სლოვაკეთში
თამაში გადაარჩინეს | მოისწრაფიშვილის მორიგი საგოლე მოქმედება სლოვაკეთში