ატლეტიკო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

უხვგოლიანი დერბი მადრიდში - ატლეტიკომ რეალს მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდული დერბი გაიმართა. რეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 2:5 დამარცხდა. ჩაბი ალონსოს გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საკმაოდ მალევე დაწინაურდნენ. მე-13 წუთზე თავი ლე ნორმანმა გამოიჩინა. ამის შემდეგ, კვლავ როხიბლანკო აქტიურობდა, თუმცა არდა გიულერმა დიდებული პასით მბაპე ობლაკთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმა წონასწორობა აღადგინა.

სამეფო კლუბი გააქტიურდა, რასაც ვინისიუსის გარღვევა და არდა გიულერის გოლი მოყვა. პირველი ტაიმი თითქოს ისე უნდა დასრულებულიყო, რომ რეალი მოიგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სორლოტმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ატლეტიკომ აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთი შეტევისას ბლანკოსის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ხულიან ალვარესმა შეასრულა. სულ ცოტა ხანში, არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯარიმის ნიშნულიდან ტიბო კურტუას კარი აიღო და უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 

მატჩის საბოლოო წერტილი ცვლილებაზე შემოსულმა ანტუან გრიზმანმა დასვა, რომელმაც 22-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. 

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას რეალზე 2 ქულით ნაკლები აქვს და მიმდინარე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგას სწორედ ბლაუგრანა ჩაუდგება სათავეში.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელი ჟურნალისტი: “ნეიმარი სასმელს მიეძალა“
ბრაზილიელი ჟურნალისტი: “ნეიმარი სასმელს მიეძალა“