გიგა ჭიკაძე, ჯინ სილვა
Aa
Aa

„ორივეს ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი “ - ჭიკაძემ სილვა გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში ბრაზილიელი ჯინ სილვა გამოიწვია.

„ჰეი, ჯინ, ვხედავ, რომ დეკემბერში იაირ როდრიგესთან ჩხუბი გინდა. კარგია, რომ ასეთი აქტიური ხარ, მაგრამ მე და შენ ბოლო ბრძოლების შემდეგ ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი.

შენ დივიზიონის მე-10 ნომერი იყავი, მე კი მე-12 - შემდეგ კი ორივე დავმარცხდით. მოდი, დეკემბერში გულშემატკივრებს ნამდვილი შოუ შევთავაზოთ. თუ მზად ხარ, მე მზად ვარ“, - წერს ჭიკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სილვამ ბოლო ჩხუბი 14 სექტემბერს დიეგო ლოპესის წინააღმდეგ გამართა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მის ანგარიშზე MMA-ში 16 გამარჯვება და 3 მარცხია.

რაც შეეხება ჭიკაძეს, „ნინძამ“ ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში, დევიდ ონამასთან იჩხუბა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-კარიერაში მას 15 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის უნდა სანაძლეო რომ...“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელში
„ვის უნდა სანაძლეო რომ...“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელში