ლუის ენრიკე: ხმები ჩამესმის - „ოქროს ბურთი დემბელეს...“
ლუის ენრიკემ „ოქროს ბურთის” შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
დაჯილდოების ცერემონია პარიზში ორშაბათს, 22 სექტემბერს გაიმართება. France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. გამოკვეთილი ფავორიტი კი უსმან დემბელეა.
– რას ელოდებით ორშაბათს ოქროს ბურთის ცერემონიისგან?
„არაფერს! მე უკვე ვისაუბრე ამ თემაზე. მაგრამ ჩემს თავში სიმღერა ისმის: „ოქროს ბურთი უსმან დემბელეს! ასეთი ხმები ჩამესმის“.
– განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.
ჟურნალისტ დანი ხილის (COPE) ინფორმაციით, გამარჯვებულს ოქროს ბურთს რონალდინიო გადასცემს.
დღეს ბუკმეიკერებმა საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნეს, სადაც უსმან დემბელე ცალსახა და გამოკვეთილ ფავორიტად არის მიჩნეული. ფრანგ შემტევს ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს - 1.25.
დემბელეს შემდეგ ყველაზე რეალური შანსი ლამინ იამალს აქვს, რომლის კოეფიციენტიც 5.25 გახლავთ. მესამე პოზიციაზე კი ვიტინია იმყოფება - 17.20.