ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„პრემიერლიგა წამგებიანია, ისინი ვარსკვლავებს ვერ იფორმებენ“ - ტებასი

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ინგლისის პრემიერლიგის ბიზნეს-მოდელი გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ინგლისი ესპანეთზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ პრემიერლიგას მუდმივი დეფიციტი აქვს, რაც დანარჩენ ევროპაზეც ახდენს გავლენას.

„თუ შევხედავთ ტრანსფერების ეფექტურობის კოეფიციენტს, ჩვენი და გერმანული კლუბები ყველაზე ეფექტურად მუშაობენ. ლევანდოვსკიმ თქვა, რომ პრემიერლიგის კლუბები დიდ თანხებს იხდიან ისეთ ფეხბურთელებში, რომლებმაც 10 მატჩში 6 გოლი გაიტანეს. სძენს თუ არა ეს პრემიერლიგას დიდ მნიშვნელობას?

ჩვენ „ოქროს ბურთისკენ“ ვისწრაფვით. ბოლო წლებში როდრი გამონაკლისს წარმოადგენდა. ისინი ბევრ ფეხბურთელს ყიდულობენ, მაგრამ ვარსკვლავებს ვერ იფორმებენ. არაფერზე ვღელავ - ჩვენ უფრო მეტი ევროპული ტიტული გვაქვს, ვიდრე ჯერ კიდევ ინგლისურ კლუბებს.

საკითხავია, რატომ შექმნა ინგლისის მთავრობამ დამოუკიდებელი რეგულატორი ინგლისური კლუბების ფინანსების გასაკონტროლებლად? ჩვენ ესპანეთში ასეთი ორგანო არ გვაქვს, მეტიც, პირიქით - ესპანეთს თვითრეგულირების საშუალება აქვს.

ვფიქრობ, ინგლისური ფეხბურთი სულ უფრო კონტროლირებადი გახდება. მათი ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ამ წამგებიან სისტემას ვერაფერს უხერხებენ. ისინი სწორი მიმართულებით მიდიან და მდგრადობისკენ ისწრაფვიან, ვინაიდან იციან, რომ ყოველწლიურად მილიარდი გირვანქის დახარჯვა გამოსავალი არაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საკლუბო ჩემპიონატი აღარასდროს ჩატარდეს
ტებასი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საკლუბო ჩემპიონატი აღარასდროს ჩატარდეს