ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილი ოფიციალური დებიუტის მოლოდინში | ლუჩესკუ შანსს მისცემს

საბერძნეთის თასის პირველ ეტაპზე პაოკ-ი „ლევადიაკოსს’’ ესტუმრება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პაოკ-ის მთავარი მწვრთნელი რაზვან ლუჩესკუ პირველ მეკარეს, ირჟი პავლენკას დაასვენებს და სასტარტოში ლუკა გუგეშაშვილს ათამაშებს, პაოკ-ში ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტი შედგება.

ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე პრობლემებია, ლუკა გუგეშაშვილის მსგავსად გიორგი მამარდაშვილსაც ვერ ვხედავთ მისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში.

„ნაკრების მეკარეები მამარდაშვილი და გუგეშაშვილი თავიანთ კლუბებში სკამზე სხედან და ამით ბედნიერი არ ვარ. მართალია მეკარეებს ინტენსიურობა იმდენად არ სჭირდებათ, რამდენადაც მინდვრის მოთამაშეებს, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, მომავალში აუცილებლად პრობლემა იქნება’’ - სანიოლმა აღნიშნული კომენტარი სექტემბრის სანაკრებო მატჩების წინ გააკეთა.

რაც შეეხება ლუკას სადებიუტო მატჩს, „ლევადიაკოსისა’’ და პაოკ-ის დაპირისპირება 17 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
N1 შეცდომას წარსულში ვტოვებთ? ტალანტი ალექს ბრეგაძე | კონტრ-შეტევა
N1 შეცდომას წარსულში ვტოვებთ? ტალანტი ალექს ბრეგაძე | კონტრ-შეტევა