სტროოტმანი 2 თვეს იუქმებს
Aa
Aa

სტროოტმანი 2 თვეს იუქმებს

„რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, კევინ სტროტმანი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კიდევ ორ თვეს გამოტოვებს. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ჯერ კიდევ 2013 წელს გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინა მყესები და რამდენიმე დღის წინ მესამე ოპერაცია გაიკეთა.

მოსალოდნელია, რომ კევინი მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამის შემდეგ, თუ სიტუაცია არ იქნება იდეალური, ჰოლანდიელს კიდევ მოუწიოს ერთი თვის გაცდენა.

„სერია ა“–ს გასულ სეზონში სტროტმანი დროებით დაბრუნდა, ჩაატარა მხოლოდ ექვსი მატჩი და მუხლის დაზიანება მეორედ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები