დონარუმა შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს - RMC Sport
ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.
„პარი სენ-ჟერმენის“ 26 წლის მეკარე კონტრაქტის გახანგრძლივებას არ განიხილავს, რომელიც მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ჯიჯი პრიორიტეტული ვარიანტია „ქალაქელებისთვის“, იმ შემთხვევაში თუ მათი ბრაზილიელი გოკიპერი, ედერსონი კლუბს დატოვებს, რომლის ტრანსფერით „გალათასარაია“ დაინტერესებული.
„სიტი“ დონარუმას გარემოცვას უკვე დაეკონტაქტა. ამასთან, გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას იტალიელის თამაში მოსწონს.
მანამდე მედიაში ასევე დაიწერა, რომ ჯანლუიჯის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს „ჩელსიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“, თუმცა მათ პარიზელებისთვოს ოფიციალური განცადება არ გაუკეთებიათ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მ იტალიელი მეკარე განაცხადიდან ამოიღო და ის უეფას სუპერთასის მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პარიზელები „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე პარიზელების ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.
გეტყვით ასევე, რომ დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.