დინამო ბათუმი
Aa
Aa

ახალი ტრანსფერი - ბათუმის დინამომ ბოსნიელი ფეხბურთელი დაიმატა

Crystalbet ეროვნული ლიგის მკვიდრმა დინამო ბათუმმა ახალი ტრანსფერი განახორციელა. ინფორმაციას აჭარული გუნდის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

„წარმოგიდგენთ ახალწვეულს 25 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ამარი ბოლოს თურქულ ,,სანლიუფასპორში” თამაშობდა. ფეხბურთელს ასევე აქვს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის გამოცდილებაც - ის რამდენიმე თვის განმავლობაში ,,თელავის” ღირსებას იცავდა.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჭიაბრიშვილის გუნდს პრობლემები აქვს. ბათუმის დინამო Crystalbet ეროვნულ ლიგაში 20 ტურის შემდეგ, 33 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ იბერია 1999-ს 12 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები