ტოტენჰემი, ტომას ფრანკი
Aa
Aa

„პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდია“ - ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასზე

უეფას სუპერთასის წინ, რომელშიც პსჟ ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება, „დეზების“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა უეფას ვებგვერდთან ინტერვიუში ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, „ტოტენჰემს“ გასულ სეზონში ენჯ პოსტეკოგლუ წვრთნიდა, თავად ტომას ფრანკი კი „ბრენტფორდში“ მუშაობდა. უეფას სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემში“ ფრანკის ოფიციალური დებიუტი შედგება.

„ფინალში თამაში ყოველთვის ფანტასტიკური გრძნობაა. იმედია, გამოგვადგება ის გამოცდილება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის ფინალში თამაშისას დაგვიგროვდა. პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდია. მათ ტრებლი მოიგეს და 11-ვე პოზიციაზე ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ.

სადებიუტო მატჩისთვი ეს ფანტასტიკური გამოწვევაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, საკუთარი ძალების გვჯერა. ფინალში მიზანი მხოლოდ ერთია - გამარჯვება. ეს ჩვენთვის გამოცდა არ იქნება, ჩვენ, ისევე როგორც პსჟ, მოედანზე მოსაგებად გავალთ“.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ და ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის დანაკლისი სუპერთასზე - ტოტენჰემთან ნევეში არ იქნება
პსჟ-ის დანაკლისი სუპერთასზე - ტოტენჰემთან ნევეში არ იქნება