ილია ზაბარნი
Aa
Aa

ოფიციალურად | ილია ზაბარნი პსჟ-ის ფეხბურთელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბორნმუთის“ მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერი დაადასტურა. 22 წლის მცველი პსჟ-ში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და კლუბის ისტორიაში პირველი უკრაინელი ფეხბურთელი იქნება.

ზაბარნი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2023 წლიდან კი „ბორნმუთის“ ღირსებას იცავდა, სადაც 86 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. 22 წლის მცველს უკრაინის ნაკრებში უკვე 49 მატჩი აქვს ჩატარებული. ზაბარნი პსჟ-თან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.

ილია ზაბარნი:

„მიხარია, რომ პსჟ-ს შევუერთდი. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც საუკეთესო პროექტი აქვს. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს პსჟ-ის რიგებში“.

„მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ დაცვის ხაზს ილია ზაბარნის ტრანსფერით. ილია ნიჭიერი ფეხბურთელი და კარგი პროფესიონალია, რომელსაც საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. ის დიდ წვლილს შეიტანს იმ გრძელვადიან პროექტში, რომელსაც პსჟ-ში ვაშენებთ“, - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზელები ზაბარნის სანაცვლოდ „ბორნმუთს“ 67 მილიონ ევროს გადაუხდიან, ბონუსების ჩათვლით კი ტრანსფერის ღირებულება შესაძლოა 70 მილიონამდე გაიზარდოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დონარუმა იმედგაცრუებულია | იტალიელი მეკარის პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა გადაწყვეტილია
    დონარუმა იმედგაცრუებულია | იტალიელი მეკარის პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა გადაწყვეტილია