პსჟ ზაბარნის ყიდვას მესამედ შეეცდება
„პარი სენ-ჟერმენი“ „ბორნმუთის“ მცველის, ილია ზაბარნის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს. ამის შესახებ paristeam-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, პარიზელები ინგლისურ კლუბს 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მესამე შეთავაზებას გაუკეთებენ მას შემდეგ, რაც „ბორნმუთი“ უკრაინელის 65 მილიონ ევროდ გაყიდვას არ დასთანხმდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად პსჟ მზადაა, რომ დაახლოებით 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზაბარნიმ 39 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.
უკრაინელი „ბორნმუთის“ ღირსებას 2023 წლის იანვრიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 42 მილიონი ევროა.