ხელაიფი და ემერი:
Aa
Aa

ხელაიფი და ემერი: "არბიტრი "რეალის" სასარგებლოდ ცდებოდა"..."მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა"

მადრიდის "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის გამართული შეხვედრის (3-1) შემდეგ, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს და მათ შორის რამდენიმე საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაც იყო.

პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი და გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მსაჯების საჯაროდ გაკრიტიკებას არ მოერიდნენ.

ნასერ ალ ხელაიფი: "მიმაჩნია, რომ დაფიქსირებული შედეგი უსამართლოა. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ მომენტებიც საკმაოდ მრავლად გვქონდა და მეორე ნახევარშიც გაცილებით უკეთ ვმოქმედებდით. მსაჯმა შეცდომები დაუშვა, განსაკუთრებით კი ეს მბაპეს თამაშგარის მომენტში მოხდა, როცა ის მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა. ამ გადაწყვეტილებებმა შედეგზე გავლენა მოახდინა. მთავარი არბიტრი "რეალის" სასარგებლოდ ცდებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა მჯერა, რომ ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. პარიზში "რეალს" ძალიან გაუჭირდება".

უნაი ემერი: "ვერ გეტყვით იყო, თუ არა რამოსის მომენტში პენალტი, მაგრამ მითხრეს, რომ მან ხელით ითამაშა. თუ, ეს ნამდვილად ასე იყო, მაშინ მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.

არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ობიექტური მსაჯობის პირობებში მადრიდელთა ბარიერს გადავლახავთ.

1-1-ზე მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა და ეს შეცდომა "რეალს" ძალიან დაეხმარა. მთლიანობაში, არასწორმა გადაწყვეტილებებმა მასპინძლებს მატჩის მოტრიალების საშუალება მისცა.

"რეალი" ამ ტურნირის უდავო ფავორიტია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შან ისევ აქვს".

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-სა და "რეალს" შორის განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები