ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

დონარუმას მოსთხოვეს, ბოდიში მოეხადა | რა მოხდა პსჟ-ისა და ბაიერნის მატჩის შემდეგ

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფინიამ, „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართულ მატჩსა და ჯამალ მუსიალას ტრავმაზე ისაუბრა. გერმანელი შემტევი ჯანლუიჯი დონარუმას შეეჯახა და სერიოზული დაზიანება მიიღო, რაფინიამ კი შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაგვიზიარა.

„არ შეიძლება თქვა, რომ დონარუმამ მუსიალას ტრავმა განზრახ მიაყენა. განზრახ უხეშობა არ ყოფილა და ასეთი ეპიზოდებისას უმეტეს შემთხვევაში ფეხბურთელები დაზიანებებს არ იღებენ ხოლმე. თუმცა „ბაიერნის“ მოთამაშეები ძალიან გაბრაზებული იყვნენ. მათ ნახეს, რომ მუსიალამ სერიოზული ტრავმა მიიღო და ელოდებოდნენ, რომ დონარუმა ბოდიშს მაინც მოიხდიდა.

შეხვედრის შემდეგ, გასახდელში სიტყვიერი შელაპარაკებები მოხდა. „ბაიერნის“ ფეხბურთელები „პარი სენ-ჟერმენის“ გასახდელში მივიდნენ და დონარუმას უთხრეს, მიუნხენელთა გასახდელში შესულიყო და ბოდიში მოეხადა. მათ მოითხოვეს, რომ ჯიჯის ეს გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი არაფერი ყოფილა, მინიმუმ ბოდიში უნდა მოეხადა.“

შეგახსენებთ, რომ BILD-ის ინფორმაციით, მუსიალა ოთხ-ხუთ თვეს გამოტოვებს და მინდორს ნოემბრის დასაწყისში ან დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება. 22 წლის შემტევს მცირე წვივის მოტეხილობა და რამდენიმე იოგის დაზიანება დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხორვატიული მედია: პაოკ-ი გუგეშაშვილის მთავარ კონკურენტს ყიდის
ხორვატიული მედია: პაოკ-ი გუგეშაშვილის მთავარ კონკურენტს ყიდის