ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინის 39-ე და მუსიალას ტრავმა - ბაიერნი მერვედფინალში გავიდა

„ბაიერნმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის II ტურში „ბოკა ხუნიორსი“ 2:1 დაამარცხა, 6 ქულას მოუყარა თავი და მერვედფინალში თამაში გაინაღდა. მართალია, მიუნხენელებმა პირველ ტურში „ოკლენდთან“ (10:0) გამართული მატჩის მსგავსად იოლი გასეირნება ვერ მოიწყეს, მაგრამ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან მაინც ხარისხიანი თამაში აჩვენეს.

„რეკორდმაისტერის“ რიგებში საუკეთესო ჰარი კეინი გახლდათ, რომელიც საბოლოოდ მატჩის MVP-ის პრიზის მფლობელიც გახდა. 31 წლის ინგლისელმა ფორვარდმა ჯერ თავად გაიტანა, ხოლო მოგვიანებით ასისტენტობა მაიკლ ოლისეს გაუწია - ბარაკასელების რიგებში კი ერთადერთი ბურთი მიგელ მერენტიელის ანგარიშზეა. კეინის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ რიგებში გამართულ 48 შეხვედრაში უკვე 39 გოლია (26-ბუნდესლიგაში, 11-ჩემპიონთა ლიგაში, თითო-თითო კი გერმანიის თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე).

წარმატებასთან ერთად, ამ შეხვედრაში „ბაიერნისთვის“ ერთი უსიამოვნო ამბავიც მოხდა - დაშავდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯამალ მუსიალა, რის გამოც ის 82-ე წუთზე შეცვალეს და რამდენად სერიოზული იქნება მისი დაზიანება, დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

ამ გამარჯვებით მიუნხენელებმა მერვედფინალის საგზური გაინაღდეს - ჯერჯერობით მხოლოდ „ბაიერნი“ და „ფლამენგო“ არიან ის კლუბები, რომლებმაც ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეინის პირველი ჯილდოს შემდეგ - ტიტული ტოტენჰემმაც მოიგო
კეინის პირველი ჯილდოს შემდეგ - ტიტული ტოტენჰემმაც მოიგო