პოპ მუსიკისა და ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთა შვილებიც ფეხბურთს თამაშობენ
Aa
Aa

პოპ მუსიკისა და ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთა შვილებიც ფეხბურთს თამაშობენ

ფეხბურთი მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტული სახეობაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი თამაშობს და კიდევ უფრო მეტი უყურებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთი სხვა კონტინენტებისგან განსხვავებით ჩრდილოეთ ამერიკაში მოწინავე სახეობებს შორის არ იმყოფება.

აშშ-ში ძირითადად ამერიკულ ფეხბურთს, ბეისბოლსა და კალათბურთს აღმერთებენ.

შტატებში ფეხბურთს „სოქერს“ უწოდებენ, რომელსაც მართალია დიდად არ ყვარობენ, თუმცა ბევრი ცნობილი სახე სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

ყოველთვის საინტერესოა ჰოლივუდისა და მუსიკალური ესტრადის წარმომადგენელთა შეხება სპორტის ამ სახეობასთან.

ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ ჰოლივუდისა და პოპ მუსიკის მდედრობითი სქესის ვარსკვლავებს, რომლებსაც თავიანთი შვილები სწორედ ფეხბურთზე დაჰყავთ.

***

ლეგენდარული პოპ მომღერლის მადონას შვილი დევიდ ბანდა ლისაბონის „ბენფიკას“ აკადემიაში ირიცხება.

ახალგაზრდა ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ოდესმე „არწივების“ პირველ გუნდში ჩაირიცხება. ის, დედასთან ერთად „და ლუჟზე“ გამართულ მატჩებს ხშირად ესწრება.

რა თქმა უნდა, მადონაც „ბენფიკას“ ქომაგი გახლავთ და თუ რატომ, მგონი ამას დაზუსტება არ სჭირდება.

პოპის ლეგენდა თავის ვაჟს ყველაფერს უკეთებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის, რომ დევიდმა ოცნება აიხდინოს.

 

***

პოპის კიდევ ერთი ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი - მან კარიერაში დროებითი პაუზა აიღო და მთელს დროს თავის შვილებს ჯეიდენსა და შონს უთმობს.

მიუხედავად მეგაპოპულარობისა და მუდმივად ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნისა, ბრიტნის შვილები ფეხბურთზე მაინც დაჰყავს და ცდილობს მათთვის ყველაფერი გააკეთოს.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ბრიტნიმ თავისი შვილების საფეხბურთო გუნდის ტრანსპორტირება საკუთარ თავზე აიღო და ამას საკმაოდ წარმატებითაც აკეთებს.

ყველამ კარგად იცის, რომ ბრიტნი სპირსს თავისი კარიერის მანძილზე უამრავი პრობლემა ჰქონდა, რომელსაც პრესა აქტიურად განიხილავდა. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს, რომ შვილებს საუკეთესო ცხოვრება ჰქონდეთ და ფეხბურთი ამის ერთ-ერთი ნაწილია.

***

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კეიტ უინსლეტი იმითაც არის ცნობილი, რომ მას თავისი შვილი ჯო საფეხბურთო სკოლაში დაჰყავს.

კეიტს იმედი აქვს, რომ 14 წლის ასაკში ჯო პროფესიონალი მოთამაშე გახდება.

***

ამერიკაში ქალთა ფეხბურთი, რომ გაცილებით წარმატებულია, ვიდრე მამაკაცების, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

აშშ-ს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადაზე ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგშია.

ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავ ჯენიფერ გარნერს თავისი სამი შვილი ვიოლეტი, სამუელი და სერაფინა საფეხბურთო სკოლაში დაჰყავს.

საინტერესოა აქვს თუ არა რომელიმე მათგანს ნიჭი? თუ, მათ ის არ აღმოაჩნდათ, სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვები დედის გზას გაჰყვნენ და მსახიობობა აირჩიონ და ამაში ვიოლეტსა და სერაფინას მამის გენეტიკაც დაეხმარება, რადგან მათი მამა ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავი ბენ აფლეკია.

ჯენიფერი ამ ეტაპზე ბავშვებს მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ მათ სფაეხბურთო ვარჯიშები არ გააცდინონ.

***

ცნობილი გერმანელი მოდელი და მსახიობი ჰაიდი კლუმი თავის ორ შვილს ხელს უწყობს, რომ ფეხბურთით დაკავდნენ.

კლუმს, შვილები ვარჯიშებზე თავად დაჰყავს და ის მას არასდროს აცდენს.

 

***

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი რიზ უიზერსპუნი თავისი შვილის დიკონის ყველა სურვილს უსრულებს და ეს ფეხბურთსაც ეხება.

უიზერსპუნს შვილი ვარჯიშებზე რა თქმა უნდა, თავად დაჰყავს და ის ამას სპორტული ტანსაცმლით აკეთებს. 41 წლის მსახიობი პაპარაცებს არ ერიდება და 14 წლის დიკონს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები