მწვანე შუქი აუნთო | დე ბრუინი ნაპოლიში გადადის
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ კევინ დე ბრუინის მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. რომანოს მიხედვით, ბელგიელი ნახევარმცველი MLS-ში არ გადავა და კარიერას ევროპაში გააგრძელებს.
რომანოს ცნობით, დე ბრუინი „ნაპოლის“ შეუერთდება. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და კევინმა „პარტენოპეიში“ გადასვლას მწვანე შუქი აუნთო. როგორც ფაბრიციო წერს, სამედიცინო შემოწმებები ჩანიშნულია და ბელგიელი ნახევარმცველი მათ ხუთშაბათს გაივლის.
„კეიდიბი“ „ნაპოლისთან“ 2 წელზე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი. დე ბრუინი „პარტენოპეის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და მისი წასვლით გაჩენილ სიცარიელეს „სიტი“ რაიან შერკით შეავსებს, ვისი ტრანსფერიც უკვე დაადასტურა.
გეტყვით იმასაც, რომ იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს თქმით, პირველი ორი სეზონის განმავლობაში დე ბრუინი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს, მესამე წელს კი ოდნავ ნაკლებს. ამ პირობებმა ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია.