მიხაელ შუმახერი
Aa
Aa

3 ადამიანი, რომლებსაც შუმახერის ნახვა შეუძლიათ | The Telegraph-ის გამოძიება

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Telegraph-მა გაასაჯაროვა იმ სამი ადამიანის ვინაობა, რომლებსაც მიხაელ შუმახერთან ვიზიტის უფლება აქვთ. 2013 წელს, საფრანგეთის ალპებში მომხდარი მძიმე ინციდენტის შემდეგ, ლეგენდარული გერმანელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გასაიდუმლოებულია.

შუმახერზე მისი მეუღლე, კორინა ზრუნავს და სპეციალური სამედიცინო პერსონალი ჰყავს, რომელიც მიხაელის მდგომარეობას ჟენევის ტბასთან მდებარე სახლში აკონტროლებს. 2020 წელს, ჟურნალისტმა, ელისაბეტა გრეგორაჩიმ, რომელიც ბენეტონის ყოფილ ხელმძღვანელზე, ფლავიო ბრიატორეზე იყო დაქორწინებული, განაცხადა, რომ შუმახერთან ვიზიტისა და მისი ნახვის უფლება მხოლოდ სამ ადამიანს აქვს.

„მიხაელი ვერ ლაპარაკობს და კომუნიკაციას თვალებით ამყარებს. მხოლოდ სამ ადამიანს აქვს მისი ნახვის უფლება და ზუსტად ვიცი, ისინი ვინ არიან“, - განაცხადა გრეგორაჩიმ. ახლახან, The Telegraph-მა საკუთარი გამოძიების შედეგები გაგვიზიარა და აღნიშნული სამი ადამიანის ვინაობა დაასახელა.

The Telegraph-ის მიხედვით, შუმახერის ოჯახი ენდობა ჟან ტოდტს, რომელიც მიხაელთან ერთად, ფერარიში მუშაობდა. ტოდტის გარდა, „შუმის“ ნახულობს როს ბრონიც, რომელიც ასევე ფერარიში მუშაობდა. დაბოლოს, მესამე, ვინც შუმახერს ხვდება, გერჰარდ ბერგერია - ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, რომელიც ოჯახის ახლო მეგობარი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დეკემბერში მიხაელ შუმახერმა სათხილამურო კურორტზე დაცემის შედეგად ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა
„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა