საუკეთესო საჩუქარი! - საბა კვერკველიას საკუთარ დაბადების დღეს შვილი შეეძინა
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურ მცველ საბა კვერკველიას, საკუთარ 26-ე დაბადების დღეზე, შვილი შეეძინა.
თავის ქართველ მოთამაშეს ეს ბედნიერება "ლოკოს" ოფიციალურმა საიტმა მიულოცა და მცირე ინტერვიუც ჩამოართვა.
"ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის უდიდესი მოვლენაა. მეუღლემ დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი გამიკეთა - მამა მეორედ გავხდი.
ოჯახთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები". - უთხრა "რკინიგზელთა" ოფიციალურ საიტს კვერკველიამ.
"ჩვენს ქართველს ორმაგი დღესასწაული აქვს". - ვკითხულობთ "ლოკომოტივის" ვებ-გვერდზე.
crystalsport.ge-ს სახელით ვულოცავთ საბას დაბადების დღესა და შვილის შეძენას და ბედნიერებასა და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ!..