ბარსელონა, ესპანიოლი, ჟოან გარსია
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - ჟოან გარსია ბარსელონაში ითამაშებს

ბოლო დღეების განმავლობაში ესპანიოლის კარის დარაჯი ჟოან გარსია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

24 წლის ესპანელის გადაბირებით არც მეტი, არც ნაკლები რეალი და ბარსელონა ინტერესდებიან.

უკანასკნელი ინფორმაციით, რომელსაც გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს, გარსიასთვის ბრძოლა ბარსელონამ მოიგო.

კატალინიური გრანდი ესპანიოლს გამოსასყიდ თანხას 25 მილიონ ევროს გადაუხდის. რომანოს ცნობით, ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ გარსიამ თავი მიმდინარე სეზონში დიდებულად წარმოაჩინა და გულშემატკივრებს თავი არაერთი გამორჩეული მოგერიებით დაამახსოვრა.

ასევე გეტყვით, ჟოან გარსია ესპანიოლის აკადემიის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. 24 წლის მეკარე ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები