საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

საბას საგოლე გადაცემა | ატლანტა იუნაიტედმა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი, „ცინცინატი“ დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში 4:2 იმარჯვა.

საბამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. მეოცე წუთზე, ლობჟანიძემ ფლანგიდან კარგი პასი გააკეთა, რომელიც აჯანი ფორჩუნმა გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახადა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ 52-ე წუთზე, მისი დარტყმული „ცინცინატის“ მეკარემ მოიგერია.

ლობჟანიძემ მოედანზე 89 წუთი გაატარა და 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა. საბა მეორე ასისტთან ახლოს იყო, მაგრამ მისი ჩაწოდების შემდეგ, ჰერნანდესმა არაზუსტად დაარტყა. ფორჩუნის გარდა, „ატლანტა იუნაიტედის“ რიგებში გოლები დერიკ უილიამსმა, ბარტოშ სლიშმა და ჯამალ ტიარემ გაიტანეს.

ცნობისთვის, „ატლანტა იუნაიტედს“ 14 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციას იკავებს. საბას გუნდი პლეიოფის ზონას 7 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 29 მაისს, „ორლანდო სითის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანტე ლა ლიგაში დაბრუნდა - ქოჩორაშვილი სპორტინგში ვალმოხდილი მიდის
ლევანტე ლა ლიგაში დაბრუნდა - ქოჩორაშვილი სპორტინგში ვალმოხდილი მიდის