გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტე ლა ლიგაში დაბრუნდა - ქოჩორაშვილი სპორტინგში ვალმოხდილი მიდის

3-წლიანი პაუზის შემდეგ „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა, რაშიც გიორგი ქოჩორაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მართალია საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველს დღეს, ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბოლოსწინა ტურში, სტუმრად „ბურგოსთან“ (2:3) მოგებულ შეხვედრაში თავი არც გოლითა და არც საგოლე პასით არ გამოუჩენია, მაგრამ ცვლილებაზე თამაშში კარგად ჩაერთო და თავისი გუნდის იერიშებს სიმწვავე შემატა.

„ლევანტე“ ბურგოსელებთან ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა წონასწორობა ჯერ უბერებელმა გუნდის კაპიტანმა ხოსე ლუის მორალესმა, ხოლო შემდეგ როჯერ ბრუგუემ აღადგინა. მატჩის გმირად კი 21 წლის კარლოს ალვარესი იქცა, რომელმაც არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით თავის გუნდს ლა ლიგის საგზურის მომტანი სამი ქულა მოუტანა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი ქოჩორაშვილი შეხვედრაში ცვლილებაზე, 56-ე წუთიდან ჩაერთო და 34 წუთის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული 35 პასიდან ზუსტი 32 აღმოჩნდა და ათბალიანი სისტემით 7.1 მეათედი შეფასება მიიღო. მთლიანობაში მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე სეგუნდადივიზიონში 6 გოლი და 4 საგოლე პასია.

ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ლევანტე“ გათამაშების სატურნირო ცხრილს 76 ქულით ლიდერობს და მესამე ადგილზე მყოფ „ოვიედოს“ 4 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი ვალენსიელებს ვეღარ დაეწევა. წლევანდელ გათამაშებას ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები 1 ივნისს, „ეიბართან“ საშინაო თამაშით დაამთავრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგი ქოჩორაშვილზე 2024 წლის ზაფხულშიც ფიქრობდა | რატომ არ შედგა ტრანსფერი
სპორტინგი ქოჩორაშვილზე 2024 წლის ზაფხულშიც ფიქრობდა | რატომ არ შედგა ტრანსფერი