რეალმა შესაძლოა ნიკო უილიამსი იყიდოს | Marca
მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა „ატლეტიკ ბილბაოსა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბი, ნიკო უილიამსი დაიმატოს. ამის შესახებ Marca წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის ევროპის ჩემპიონის სახელი სულ უფრო ხშირად ჟღერს სამეფო გუნდის ხელმძღვანელობის საუბარში და ისინი ნიკოს ტრანსფერის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავენ.
„რეალს“ ძალიან მოსწონს უილიამსის პროფილი - ეს არის ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც აქვს სპორტული და კომერციული პოტენციალი და დიდი გავლენა მედიაზე“, - წერს გამოცემა.
ნიკოს კონტრაქტში გამოსასყიდის საფასური 58 მილიონი ევროა. მისი მოსვლის შემთხვევაში, „რეალიდან“ წასვლის მთავარი კანდიდატი როდრიგო გახდება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, უილიამსმა ყველა ტურნირზე ერთად, 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.
ნიკო „ატლეტიკ ბილბაოში“ 2021 წლიდან თამაშობს და მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.