დიდიე დეშამი
Aa
Aa

„ერაყი სუსტი არაა, მარტივ მატჩს არ ველოდებით“ - დიდიე დეშამი

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ერაყთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქის შეთამაშებულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ლურჯებს“ რთული მატჩი ელით.

„ერაყი სუსტი გუნდი არაა - მათ პლეიოფში ბოლივიას მოუგეს, რომელიც ასევე ძლიერი გუნდია. ერაყმა ესპანეთთან ფრედ ითამაშა და ნორვეგიასთანაც იბრძოლა. მათ ყველა მოქმედება ავტომატიზმამდე აქვთ დაყვანილი. ფეხბურთელები შეთამაშებულები არიან, ამიტომ მარტივ მატჩს არ ველოდები.

ერაყთან მატჩს ისეთივე სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, როგორც პირველ ტურის თამაშს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.

გვყავს ოცამდე ფეხბურთელი, რომლებსაც ძირითადში თამაში შეუძლიათ, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ წინა მატჩთან შედარებით განსხვავებული თერთმეტეულით გამოვიდეთ. ყველა ფეხბურთელმა კარგად აღიდგინა ძალები, მაგრამ ცვლილებების გაკეთებას არავინ მიკრძალავს.

ესპანეთმა საუდის არაბეთთან ძალიან კარგად ითამაშა. თუ ჩვენი გზები გადაიკვეთა, არანაირი შურისძიება არ იქნება, ეს სულ სხვა მატჩი იქნება. რა თქმა უნდა, ლამინ იამალთან ერთად ესპანეთი უფრო ძლიერია“.

ცნობისთვის, პირველ ტურში საფრანგეთმა სენეგალს 2:1 მოუგო, ერაყი კი ნორვეგიასთან 1:4 დამარცხდა. საფრანგეთი-ერაყის მატჩი 23 ივნისს, 01:00 საათზე, ნორვეგია-სენეგალი კი 04:00 საათზე გაიმართება. მესამე ტურში ფრანგები ნორვეგიას შეხვდებიან, სენეგალი კი ერაყს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის მარტივი გამარჯვება - იამალის სადებიუტო გოლი და ოიარსაბალის დუბლი
ესპანეთის მარტივი გამარჯვება - იამალის სადებიუტო გოლი და ოიარსაბალის დუბლი