რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

ბეირანვანდის გმირობა, ნგოის წითელი და მორიგი ფრე - ბელგიამ და ირანმა ქულები გაიყვეს

მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მეორე ტურში ბელგიის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა და კვლავ ფრედ, ამჯერად 0:0 ითამაშა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ირანელთა მეკარეს, ალირეზა ბეირანვანდმა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში, კერძოდ 59-ე წუთზე საოცარი სეივი შემოგვთავაზა და დე კუიპერს სასწაული ბურთი აუღო.

საგულისხმოა, რომ 66-ე წუთიდან ბელგიელები 10 კაცით დარჩნენ. „ლილის“ მცველმა, ნგოიმ მოედნის ცენტრში შეცდომა დაუშვა, რომლითაც მეჰდი ტარემიმ ისარგებლა, თუმცა ბელგიის მცველმა ის წესების დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა კი ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და ნგოის წითელი ბარათი უჩვენა.

ამ ფრის შემდეგ ორივე გუნდს სატურნირო ცხრილში 2-2 ქულა აქვს. ბელგიამ პირველ ტურში ეგვიპტესთან 1:1 ითამაშა, ირანმა კი ახალ ზელანდიასთან 2:2. ჯგუფის მეორე შეხვედრა ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეს შორის 05:00 საათზე გაიმართება. მესამე ტურში ბელგია ახალ ზელანდიას შეხვდება, ირანი კი ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 27 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთისა და ერაყის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს
საფრანგეთისა და ერაყის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს