Aa
Aa

"რეალი" - "პსჟ"-ს მატჩზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა

საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების დაწყებას, რომლის ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის შედგება.

დღეს, ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "რეალი" - "პსჟ"-ს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები სულ რაღაც 37 წუთში გაიყიდა.

გამოცემა იმასაც წერს, რომ მსურველებს მისი შეძენის შანსი მაინც ექნებათ, თუმცა ამის გაკეთება გადამყიდველების მეშვეობით შეეძლებათ, რომელიც 300-დან 24 000 ევრომდე დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „პსჟ“ 14 თებერვალს მადრიდში ითამაშებენ, ხოლო 6 მარტს უკვე პარიზში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები