Aa
Aa

"სიტიმ" მანგალა "ევერტონში" გაანათხოვრა

„მანჩესტერ სიტიმ“ თავისი ფრანგი ცენტრალური მცველი ელაკიმ მანგალა „ევერტონში“ გაანათხოვრა.

26 წლის უკანახაზელი მერსისაიდულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

„ქალაქელებმა“ მანგალას გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „ბილბაოდან“ 65 მილიონ ევროდ აიმერიკ ლაპორტი დაიმატეს.

მანჩესტერელებს 2014 წელს ელაკიმ ჰანს მანგალას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი, თუმცა ფრანგმა გუნდის ძირითადში ფეხი ვერაფრით მოიკიდა და გასული სეზონი ასევე იჯარის წესით „ვალენსიაში“ გაატარა.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონმა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ტეო უოლკოტიც გადაიბირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები