გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ევროტურნირებიდან მოკვეთის საფრთხე | ლიონის პრობლემები არ სრულდება

გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ პრობლემები არ ელევა. ფრანგული კლუბი რანგით მეორე დივიზიონში, ლიგა 2-ში გაგდების საფრთხის ქვეშაა და L’Equipe-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ევროტურნირებზე ასპარეზობაც აუკრძალონ.

„ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და 15 ნოემბერს, DNCG-იმ (ორგანიზაცია, რომელიც ფრანგული კლუბების ფინანსურის ანგარიშების მონიტორინგს ახდენს და აკონტროლებს) წინასწარი გაფრთხილება მისცა, ახლა კი, უეფა-ს ჯერი დადგა და შესაძლოა, „ლიონს“ უმკაცრესი სანქციები დაეკისროს.

L’Equipe-ის ცნობით, უეფა-ს კლუბების ფინანსების მაკონტროლებელ ორგანოსა (CFCB) და „ლიონს“ შორის საუბარი მიმდინარეობს და ფრანგები არჩევანის წინაშე დგანან. მათ შეუძლიათ, უეფა-ს წინადადება მიიღონ და მძიმე სანქციებს გადაურჩნენ ან არ მიიღონ და სერიოზული პრობლემები შეექმნათ. როგორც L’Equipe-ი წერს, უეფა-ს შეთავაზების მიღების შემთხვევაში, „ლიონს“ ჯარიმის სახით, 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს. ამასთან, გაკონტროლდება ხელფასები და ტრანსფერები და „ლიონს“ მოუწევს, უეფა-ს წარუდგინოს გეგმა, რომლითაც ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„ლიონის“ მფლობელი, ჯონ ტექსტორი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ ნახევარფინალურ შეხვედრას დაესწრო და მატჩის შემდეგ, როგორც L’Equipe-ი წერს, უეფა-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებს შორის დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ ფრანგული გამოცემა ვარაუდობს, რომ „ლიონი“ უეფა-ს შეთავაზებას მიიღებს და შედარებით მსუბუქ სასჯელს დასჯერდება. თუ ასე არ მოხდება, L’Equipe-ი აცხადებს, რომ ერთ-ერთი სანქცია, რომელსაც „ლიონის“ წინააღმდეგ გამოიყენებენ, მისი ევროტურნირებიდ მოკვეთაა. თუ ეს მოხდა, კლუბს საშუალება ექნება, გადაწყვეტილება CAS-ში (სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო) გაასაჩივროს.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში, კლუბების ფინანსების მაკონტროლებელმა ორგანომ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ლიონის“ ფინანსები ფეარ პლეისთან შეუსაბამო იყო. იწერებოდა, რომ შეიძლებოდა, „ლიონი“ ევროპა ლიგიდან ჩაეხსნათ, მაგრამ გადაწყდა, კლუბის ანგარიშები უფრო დეტალურად შეესწავლათ, თუმცა, სიტუაცია არ შეცვლილა. 31 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, კლუბს 117-მილიონიანი ზარალი აქვს და მისი ვალი დაახლოებით 80 მილიონით გაიზარდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები“ - Le Parisien ხვიჩას თამაშს განიხილავს
„ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები“ - Le Parisien ხვიჩას თამაშს განიხილავს