რაფინია დიასი
Aa
Aa

„ის არ მენდობოდა“ - რაფინიამ ჩავიზე ილაპარაკა

შეიძლება ითქვას, რომ რაფინიას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და ის „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია.

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა გარემარბმა ესპანურ მედიასთან კატალონიელების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ჩავისთან ურთიერთობაზე ილაპარაკა.

როგორც რაფინია ამბობს, ესპანელი სპეციალისტი და მისი სამწვრთნელო შტაბი მას საკმარისად არ ენდობოდა.

„ყველაფერს ვდებდი იმ 60 წუთში, მაგრამ ჩავი მაინც მცვლიდა. ვცდილობდი სიტუაცია გამომესწორებინა, ბევრს ვლაპარაკობდი მასთან, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. მას თავისი ხედვა ჰქონდა. ერთი ცნობილი ვიდეოა, სადაც მე მივდივარ სკამთან, თავს ვერ ვიკავებ და ვურტყამ სკამს. სავარაუდოდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვთამაშობდით, სადაც ძალიან კარგად ვითამაშე, 1 გოლი გავიტანე და ასისტი გავაკეთე. ანგარიში 2:2 იყო და ჩავიმ შემცვალა. არადა, ცოტა ხნით ადრე ძალიან სახიფათო მომენტი შევქმენი. თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი, ძალიან კარგად ვთამაშობდი და პირველი ვინც შეცვალა, მე ვიყავი. როდესაც ეს ვნახე, ვერ ვიჯერებდი“, - თქვა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 52 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა. ის „ბარსაში“ 2022 წლის ივლისიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ხვდებოდეს“ - არსენ ვენგერი
„ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ხვდებოდეს“ - არსენ ვენგერი