Aa
Aa

"ბარსელონა", "რეალი" და "დინამო" - "იქ გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო"

sport.business-gazeta.ru საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც მოცემულია ბოლო 50 წლის სტატისტიკა - საშუალოდ, რომელ სტადიონზე ესწრებოდა ყველაზე მეტი ქომაგი საფეხბურთო მატჩებს?

ხსენებული გამოცემა, fc-dynamo.ru, transfermarkt.co.uk და european-football-statistics.co.uk-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ქართველ გულშემატკივარს უდაოდ დააინტერესებს.

კერძოდ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოეთის ქვეყნების საუკეთესო გუნდებს შორის, სტადიონებზე ქომაგთა დასწრების მხრივ ლიდერი კვლავ თბილისის „დინამოა“.

ლეგენდარული „დინამოს“ მატჩებზე ისეთი რაოდენობის მაყურებელი დადიოდა, რომ ეს შედეგი დღემდე მიუღწეველია.

„დინამოს“ შედეგი პოსტსაბჭოეთის გუნდებიდან დღემდე საუკეთესოა. ქართულმა კლუბმა, მატჩებზე დასწრების მხრივ პირველი ადგილი ყველაზე მეტჯერ 10-ჯერ დაიკავა.

1977 წელს კი „დინამოს“ საშინაო შეხვედრებზე საშუალოდ 68 200 მაყურებელი დადიოდა, რაც დღემდე უნიკალურ შედეგად ითვლება.

Cоветский спорт-მა კი „დინამოს“ ხსენებული რეკორდული სეზონი აიღო და 1977 წელს ევროპის მასშტაბით წამყვანი გუნდების საშინაო მატჩებზე მაყურებელთა დასწრებას შეადარა. შედეგი უდაოდ საამაყოა - „დინამო“ მთელს ევროპაში, მხოლოდ „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჩამორჩა.

სტატიის დასასრულს ვკითხულობ: „საბჭოთა სივრცეში საქართველო ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა იყო - ამ საკითხზე დავა უბრალოდ არ ღირს. იქ ფეხბურთს თაყვანს სცემდნენ. ყველა ადგილობრივმა იცოდა, თუ რა შედეგით იყო დასრულებული „დინამოს“ მატჩი. და კიდევ - იქ გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები