Aa
Aa

"უბრალოდ ვიხუმრე" - ნეიმარის მორიგი ქმედება, რომელიც განსჯის საგანი გახდა

გუშინ ღამით, "პსჟ"-მ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში სტუმრად "რენს" 3-2 სძლია.

მატჩის მიწურულს ნეიმარი ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი გადააგდო, ხოლო წაქცეულ მეტოქეს წამოდგომაში არ დაეხმარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა ათიანმა ხსენებულ ეპიზოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

"მე ფეხბურთს ვთამაშობ, თუმცა მოთამაშეები ჩემზე ხშირად პროვოცირებენ. მატჩის მიწურულს უბრალოდ ვიხუმრე. ვიცი, რომ ეს ქმედება კამათს გამოიწვევს.

მეგობრებთან ერთად, ყოველთვის ვიცინი და ვხუმრობ ხოლმე. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს ჩემს ოპონენტებთან?

მსაჯობა საკმაოდ რთული და პრობლემური იყო. ვფიქრობ, რომ მბაპე წითელ ბარათს არ იმსახურებდა. მისთვის ყვითელის ჩვენება შეიძლებოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი გვიანია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები