როდრიმ სრული ვარჯიში ჩაატარა | როდის დაბრუნდება ესპანელი
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
როგორც Sky Sports-ი იტყობინება, ესპანელმა ნახევარმცველმა დღეს გუნდთან ერთად სრული ვარჯიში ჩაატარა. გამოცემის ინფორმაციით, მანამდე როდრი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და საერთო ჯგუფთან ერთად მხოლოდ ვარჯიშის ნაწილს ატარებდა.
როდის შეძლებს „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებული მოედანზე დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.
Sky Sports-ის ცნობით, არაა გამორიცხული, რომ ესპანელმა ივნისში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში როდრიმ მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
აქვე გეტყვით, რომ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის - გუნდს პრემიერლიგაში 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი. გარდა ამისა, 17 მაისს პეპ გუარდიოლას შეგირდები ასოციაციის თასის ფინალში „კრისტალ პალასს“ შეხვდებიან.