ლაპორტი
Aa
Aa

ლაპორტი "ბილბაოს" დაემშვიდობა

„მანჩესტერ სიტი“ აიმერიკ ლაპორტის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.

„ქალაქელები“ „ბილბაოს ატლეტიკს“ უკვე მოელაპარაკნენ, ხოლო 23 წლის უკანახაზელი თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

აღნიშნული გარიგების საფასური 65 მილიონი ევროა, რომელიც ფრანგი მცველის გამოსასყიდი თანხა გახლდათ.

პეპ გუარდიოლას, ლაპორტის „სიტიში“ ხილვა მას შემდეგ სურს, რაც იგი მანჩესტერელთა თავკაცად დაინიშნა.

ესპანელი სპეციალისტი „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები