ტებასი:
Aa
Aa

ტებასი: "ვიდეო რეფერი "ბარსელონა"-"ალავესის" მატჩში ბევრ რამეს შეცვლიდა"

ცნობილია, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი „რეალის“ გულშემატკივარია და საკუთარი სიმპათიების გამოხატვას არც პრეზიდენტის რანგში ერიდება.

ტებასმა ამჯერად კომენტარი ნეიმარის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნება, გაახარებდა.

„რა თქმა უნდა, ნეიმარის ესპანურ ფეხბურთში დაბრუნება გამიხარდება.

არაა აუცილებელი გუნდი იგივე იყოს. ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესოები გვინდა და ნეიმარი სწორედ ასეთია“.

ამის შემდეგ ტებასმა ვიდეო რეფერის ტექნოლოგიის ლა ლიგაში დანერგვაზე ისაუბრა.

„შემდეგი სეზონიდან ლა ლიგაში ვიდეო რეფერის სისტემას გამოვიყენებთ.

თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ და ვფიქრობთ, ახლა ეს ნოვაცია საჭიროა.

მაგალითად, „ბარსელონა“-„ალავესის“ 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაში, იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ვიდეო რეფერის მეშვეობით სხვანაირად შეფასდებოდა და ბევრი რამ შეიცვლებოდა“.

ვიდეო რეფერის სისტემა ამჟამად გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატებში გამოიყენება. მისი გამოყენება მიმდინარე თვიდან ინგლისის FA CUP-ზეც დაიწყეს.

მომავალი სეზონიდან მის დანერგვას საფრანგეთის ლიგა 1-შიც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები