ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია: ამ შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა გავაგრძელებთ, რადგან საპასუხო მატჩი გველის

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მატჩის საუკეთესოდ დასახელდა, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ცუდად დავიწყეთ, როცა ის გოლი გავუშვით, თუმცა დუემ გაიტანა და ჩვენ თამაშის შემობრუნება შევძელით. ვცდილობდით უფრო მეტი და მეტი გაგვეტანა. ამ შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა გავაგრძელებთ, რადგან საპასუხო მატჩი გველის და ის ჯერ არ დასრულებულა. თამაში 90 წუთს გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა, გოლებს გავუშვებთ თუ არა, ჩვენ კონცენტრირებულები უნდა დავრჩეთ მთელი 90 წუთის განმავლობაში, ჩემი გოლი? ზუსტად არ მახსოვს. კიდევ ერთხელ ვნახავ, იყო თუ არა კარგი. საპასუხო მატჩი საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვფიქრობ, შევძლებთ. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა კვარამ.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      UEFA & Sofascore - ხვიჩა მატჩის MVP გახდა
      UEFA & Sofascore - ხვიჩა მატჩის MVP გახდა