ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შანსები ჩემპიონთა ლიგაზე | Opta კვარას პსჟ-ს ფავორიტთა შორის ასახელებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ ტურნირის ფავორიტების რეიტინგი განაახლა. „ლივერპულის“ გავარდნის შემდეგ, პირველ ადგილზე „ბარსელონამ“ გადაინაცვლა, რომელსაც ჩემპიონობის 20.4-პროცენტიანი შანსი აქვს.

მერსისაიდელთა მძლეველი „პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ადგილზე იმყოფება. Opta-ს მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ნახევარფინალში გასვლის 72.2-პროცენტიანი შანსი აქვს. იმის ალბათობა, რომ პარიზელები ფინალში იასპარეზებენ 36 პროცენტია, ჩემპიონობის შანსი - 19.3%.

„პარი სენ-ჟერმენს“ „არსენალი“ მოჰყვება - 16.8 პროცენტი. მეოთხე ადგილზე „ინტერს“ ვხედავთ - 16.4 პროცენტი. მოქმედი ჩემპიონი, „რეალი“ მეხუთე გახლავთ - 13.6 პროცენტი, „ბაიერნი“ მეექვსე - 9.7 პროცენტი, „ასტონ ვილა“ მეშვიდეზეა - 9.7 პროცენტი, „დორტმუნდი“ - მერვეზე (1 პროცენტი).

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს „არსენალი“ ლონდონში „რეალს“ უმასპინძლებს, „ინტერი“ კი მიუნხენში ჩავა, სადაც „ბაიერნს“ შეხვდება. 9 აპრილს კვარაცხელია და პსჟ „პარკ დე პრენსზე“ „ასტონ ვილას“ მიიღებენ, „ბარსელონა“ კი „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ელ მატადორში“ ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება“ - ქუთათელაძე ილია VS ისლამზე
„ელ მატადორში“ ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება“ - ქუთათელაძე ილია VS ისლამზე