„იღბალზე საუბარი არ მსურს, ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით“ - სიმეონე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალთან“ პენალტების სერიაში წაგებული მატჩის შემდეგ „ატლეტიკოს“ თავკაცმა Movistar-თან კომენტარი გააკეთა და საკუთარი გუნდის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
რა თქვა სიმეონემ:
„იღბალზე საუბარი არ მსურს. ვიტყვი, რომ ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ეს მატჩი შევა ისტორიაში, ისევე როგორც მთელი გზა, რომელსაც „ატლეტიკო“ ახლა გადის.
მატჩს ვაკონტროლებდით. გვქონდა მეორე გოლის გატანის შანსები, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. „რეალი“ ფლობდა ბურთს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. მათ პენალტიც გააფუჭეს და ვფიქრობ, სოლიდური მატჩი ჩავატარეთ.
იმედია, გულშემატკივრებს მატჩი მოეწონათ. „რეალი“ თითქმის ყოველთვის გვიგებს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით.
ალვარესის პენალტის შემთხვევაში საუბარი იყო ორმაგ შეხებაზე. თუ მსაჯმა ასე თქვა, ესე იგი ასე იყო“.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ პენალტების სერიაში „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „არსენალს“ შეხვდება.