ევერტონი, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

FLW: ქართველი მაესტროს მიმართ პრემიერლიგიდან ინტერესი იზრდება

ბრიტანული footballleagueworld-ი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მორიგ საინტერესო სიახლეს ავრცელებს და წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მისი პრემიერლიგაში გადასვლის შანსები სულ უფრო იზრდება.

„უოტფორდის დინამიური გამთამაშებლის მიმართ ინტერესის შესახებ გასულ კვირაშიც ვწერდით. თუ, გუნდს წელს პრემიერლიგაში დაბრუნება არ გამოუვა, მათ ჩაკვეტაძის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ჯერჯერობით მათი შანსები კარგად არ გამოიყურება და ქართველი მაესტროს ტრანსფერი მოსალოდნელად გამოიყურება. მის მიმართ ინტერესი იზრდება.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩაკვეტაძის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ ევერტონსა და ვულვზს, ორივე მათგანი მზადაა ფეხბურთელს გაცილებით მეტი გადაუხადოს, ვიდრე ის ამჟამად უოტფორდში იღებს (25 ათასი ფუნტი კვირაში).

აშკარაა, რომ უოტფორდი ჩაკვეტაძეს მარტივად და იაფად არ დათმობს. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც კლუბმა ფეხბურთელს ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუგრძელა. ამით თავი დაიზღვიეს.

ჩაკვეტაძე მთელს ჩემპიონშიფში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც 185 პროგრესული (გამამწვავებელი) პასი გააკეთა. მას აქვს უნარი მცველი მოკლას, სწრაფად გადავიდეს დაცვიდან შეტევაზე და ძაფის ნემსში გაყრის სიზუსტით გააკეთოს პასები.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მისით მხოლოდ ორი პრემიერლიგური გუნდი ინტერესდება, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას მისი მსურველთა რიცხვი გაიზარდოს.

უოტფორდი კონკრეტულ ციფრს დაასახელებს და თუ რომელიმე კლუბი მას გადაიხდის, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერი არ შედგეს, მიუხედავად ახალი ხელშეკრულებისა. ქართველ ფეხბურთელს აქვს ამბიციები, რაც შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშოს და ბოლო დროს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არანაირი ეჭვი არ არის, რომ მან უმაღლეს დონემდე ვერ მიაღწიოს“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

ჩაკვეტაძის მსურველი პრემიერლიგური კლუბები ამჟამად სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან. „ვულვზი“ 22 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ მეტოქეებს 5 ქულით უსწრებს. „ევერტონი“ კი 32 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. ლივერპულელები დევიდ მოიესის დაბრუნების შემდეგ ბევრად უფრო მაღალ დონეზე ათამაშდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მომეწონა, ნაპოლის პირველი სეზონის კვარა გამახსენდა“ - კაპელო ხვიჩაზე
„ძალიან მომეწონა, ნაპოლის პირველი სეზონის კვარა გამახსენდა“ - კაპელო ხვიჩაზე