უარი
Aa
Aa

უარი "ჩელსის" - აზარი "რეალში" მიდის?

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, აზარის ეს გადაწყვეტილება მადრიდის "რეალს" უკავშირდება. ბელგიელის ოცნებაა, რომ სამეფო კლუბის მაისური მოირგოს.

აზარის მიმართ ინტერესს "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენენ, თუმცა ფეხბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობა მისთვის პრიორიტეტულია.

ბელგიელი შემტევის "არისტოკრატებთან" არსებული ამჟამინდელი ხელშეკრულება 2020 წელს იწურება.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 274 მატჩში 80 გოლი და 70 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები