კრიშტიანუ რონალდუ, რიო ფერდინანდი
Aa
Aa

„ამაზე ძალიან ბრაზდებოდა“ | ფერდინანდის ისტორია რონალდუზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა საკუთარ პოდკასტში კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ინგლისელმა მცველმა საკუთარ მსმენელს გაუზიარა ისტორია თუ როგორ გამოჰყავდათ მას და მის თანაგუნდელებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წყობიდან.

„კრიშტიანუს მაისურის ნომრის თაობაზე ხშირად ვეხუმრებოდით, რადგან აშკარა იყო, 7-ნომრიან მაისურს, რომელიც მან აირჩია, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა. როცა რონალდუ ცუდ მატჩებს ატარებდა, ვეუბნებოდით: „ნამდვილი შვიდი ნომერი დევიდ ბექჰემია“. ამაზე კრიშტიანუ ძალიან ბრაზდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 346 მატჩი აქვს ჩატარებული. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 145 გოლი და 64 შედეგიანი გადაცემაა. „წითელ ეშმაკებთან“ ერთად, მან პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატი, ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

რონალდუმ „ოლდ ტრაფორდი“ 2009 წელს დატოვა და „რეალში“ გადავიდა. 2021 წელს, იგი „იუნაიტედში“ „იუვენტუსიდან“ დაბრუნდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა და 2023 წელს, კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი