კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

“რაც დროს გადის, მით უფრო მეტი მოტივაცია მაქვს“ - რონალდუ სანაკრებო კარიერაზე

გამოცემა 90Min.Com იუწყება, რომ სპორტულ სამყაროში კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდნენ.

ამის საპირისპიროდ კი აღნიშნული გამოცემა თავად პორტუგალიელი ფეხბურთელის ინტერვიუს გვთავაზობს, რომელშიც ის ამ ფაქტს უარყოფს.

რონალდუ:

„არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი დრო პორტუგალიის ნაკრებში დასრულდა. პირიქით, რაც დროს გადის, მით უფრო მეტი მოტივაცია მაქვს. ახლა ერთა ლიგის მოგება მსურს. ერთხელ უკვე მოვიგეთ და ამის გამეორება კიდევ გვსურს.

რასაც ახლა ვგრძნობ, ამას რობერტო მარტინესიც ადასტურებს. მას ჩემი იმედი აქვს. თუ ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის.

როდესაც სანაკრებო კარიერას დავასრულებ, წავალ ისე, როგორც ყველაზე სუფთა სინდისის მქონე ფეხბურთელი, რადგან ვიცი ვინ ვარ, რა გავაკეთე და რისი გაკეთება შემეძლო.“

შეგახსენებთ, რომ 39 წლის სუპერვარსკვლავი პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში 212 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 132 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ვინისიუსმა უკვე იცის, რომ ოქროს ბურთს მიიღებს
Marca: ვინისიუსმა უკვე იცის, რომ ოქროს ბურთს მიიღებს